ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" - სამინისტრო რეგიონული სკოლებისთვის დამატებით 80 პედაგოგს ირჩევს

განათლების სამინისტრო

განათლების სამინისტრო პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში მაღალმთიანი და შორეული სოფლების საჯარო სკოლებისთვის 80 პედაგოგს შეარჩევს, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 1600 ლარი და სკოლის ხელფასი იქნება.

განათლების სამინისტრო მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში არსებული საგნობრივი დეფიციტის დროებით შესავსებად და სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად კონკურს აცხადებს.

პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში დამატებით 80 პედაგოგი შეირჩევა, რომელთა ყოველთვიური ანაზღაურება 1600 ლარი იქნება, რასაც სკოლაში საგნის მასწავლებლად მუშაობისთვის განსაზღვრული ანაზღაურებაც დაემატება.

სულ 2026-2027 სასწავლო წელს პროგრამაში 13 საგნობრივი მიმართულების 134 კონსულტანტ-მასწავლებელია ჩართული და ისინი საქართველოს 10 რეგიონის 79 საჯარო სკოლაში მუშაობენ.

თამარ აბესაძემ გადაწყვეტილება სტუდენტობის წლებში მიიღო და მალევე მაღალმთიანი დასახლების საჯარო სკოლის მასწავლებელი გახდა. გეოგრაფიის პედაგოგი სოფელ გოგაშენის მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის პარალელურად მრავალფეროვან საგანმანათლებლო და შემეცნებით აქტივობებსაც სთავაზობდა.

სამცხე-ჯავახეთში 2-წლიანი საქმიანობის შემდეგ "ასწავლე საქართველოსთვის" პროგრამის მონაწილის პროფესიული გზა უკვე სამეგრელოში გაგრძელდა. სოფელ მაიდანის სკოლაში არაერთი შემეცნებითი პროექტი, კონკურსი თუ აქტივობა განხორციელდა. დაწესებულებას დამატებითი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნამ ევროპული ხარისხის ნიშანი მოაპოვებინა.

წელს მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კიდევ 80 მასწავლებელი გადანაწილდება. პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში გამოცხადებული კონკურსი უკვე დასრულდა და შედეგები ცნობილი მალე გახდება. პედაგოგები შეირჩევიან დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

პროგრამის მასწავლებლის ყოველთვიური ანაზღაურება 1600 ლარია, რასაც საგნის მასწავლებლად მუშაობისთვის განსაზღვრული ანაზღაურებაც ემატება. ამ ეტაპზე 10 რეგიონის 24 მუნიციპალიტეტში 134 კონსულტანტ-მასწავლებელია გადანაწილებული. მიზანი სკოლებში საგნობრივი დეფიციტის შევსება, სასწავლო პროცესის გაუმჯობესება და კვალიფიციური კადრების შენარჩუნებაა.

კონკურსი "ასწავლე საქართველოსთვის" მომდევნო წელსაც გამოცხადდება. პროგრამა მასწავლებლებს იწვევს იმ სკოლებში, სადაც პედაგოგები ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ავტორი: ირაკლი კოშაძე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
პროგრამაზე „ასწავლე საქართველოსთვის“ განაცხადების მიღება დასრულდა - კონკურსის შედეგად 80 მასწავლებელი შეირჩევა. „ქრონიკის“ სიუჟეტიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები