პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლო

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, რომელზეც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი იკითხება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი იკითხება
ინტერპრესნიუსი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, სადაც ბრალდებულია ყოფილი შს მინისტრი, გიორგი გახარია, მოწმის სახით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იკითხება.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარია ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და 3-დან 5-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი მიმდინარეობსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები