ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომაზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს პარლამენტი

კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. წარდგენისას ყურადღება გამახვილდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.

კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომაზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომაზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინაინტერპრესნიუსი

კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა, გვანცა ჩხეიძემ საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიშის წარდგენისას, ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლის აუცილებლობა და მომხმარებელთა დროული ინფორმირების მნიშვნელობა, განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა სატელეკომუნიკაციო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებაზე. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, სამსახურმა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისი“, სატელეკომუნიკაციო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან, საინფორმაციო ხასიათის 170-მდე შეხვედრა გამართა და უშუალო კომუნიკაცია 9 000-მდე (ცხრა ათასი) მომხმარებელთან დაამყარა.

2025 წელს სამსახურში შემოსული 3015 (სამი ათას თხუთმეტი) საჩივრიდან, 2863 (ორი ათას რვაას სამოცდასამი) დაკმაყოფილდა.

„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.