ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს

ComCom - კომუნიკაციების კომისიასაქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. მომხსენებლის, გვანცა ჩხეიძის განცხადებით, გასულ წელს მომხმარებელთა მიმართვიანობის სტატისტიკა მზარდი იყო.

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს
პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინესრუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

მომხსენებლის, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის, გვანცა ჩხეიძის განცხადებით, გასულ წელსაც, მომხმარებელთა მიმართვიანობის სტატისტიკა მზარდი იყო. 2025 წელს სამსახურს 3 015-მა მომხმარებელმა მიმართა საჩივრით და მათი უმეტესი ნაწილი - 2 864 საჩივარი, სამსახურის ჩარევის შედეგად, დაკმაყოფილებულია.

საჩივრების უმრავლესობა შეეხებოდა: ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებას და მომსახურების შეზღუდვას ან შეწყვეტას, ასევე უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურებას.

ანგარიშის თანახმად, 2025 წელს, სამსახურმა 672 რეკომენდაცია გასცა, საიდანაც: ზოგადი ხასიათის რეკომენდაცია იყო 19, ინდივიდუალური ხასიათის - 460, ხოლო 193 რეკომენდაცია იყო მონიტორინგის ფარგლებში გაცემული.

მომხსენებელმა ასევე ისაუბრა: 2025 წელს სამსახურის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივობებზე, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაზე, სამსახურის მიერ ელექტრონულ რესურსზე გამოქვეყნებულ სხვადასხვა ინფორმაციაზე და სხვა საკითხებზე.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.