პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"საქართველოს მელიორაციაში" მომხმარებელთა უფლებებისა და კომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„საქართველოს მელიორაციაში“ კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და საჩივრების განხილვის წესებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ომბუდსმენი გვანცა ჩხეიძე უძღვებოდა.

"საქართველოს მელიორაციაში" მომხმარებელთა უფლებებისა და კომუნიკაციების სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
რუსთავი 2

"საქართველოს მელიორაციაში" კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების, კომპანიების ვალდებულებებისა და საჩივრების განხილვის პროცედურების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა, კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ სამსახურის საქმიანობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტების - "იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ და „მოგზაური ოფისის" მიზნებისა და საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მექანიზმები, კომპანიების ვალდებულებები, საჩივრებისა და განცხადებების განხილვის პროცედურები და კანონმდებლობით განსაზღვრული ვადები. კომუნიკაციების ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მას "საქართველოს მელიორაციის" რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კომუნიკაციების კომისიის ომბუდსმენმა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების სხდომაზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები