ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა

საქართველოს პარლამენტისილქნეტი

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში 5G ინტერნეტის განვითარებაზე, აუქციონში გამარჯვებულ „სილქნეტის“ ვალდებულებებზე და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგისთვის ახალი Rohde & Schwarz-ის სისტემის დანერგვაზე.

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა
ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრარუსთავი 2

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ გოგა გულორდავამ საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ComCom-ის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, ტელეკომ სექტორში განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

კომისიის თავმჯდომარემ ყურადღება საქართველოში მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის განვითარებასა და მობილური მომსახურებების ხარისხის მონიტორინგზე გაამახვილა.

გოგა გულორდავას განცხადებით, 2025 წელს საქართველოში 5G სამივე მობილური ოპერატორის აბონენტებისთვის გახდა ხელმისაწვდომი. 5G-ის დასანერგად მესამედ ჩატარებულ აუქციონში კომუნიკაციების კომისიამ გამარჯვებულად „სილქნეტი“ გამოაცხადა.

თავმჯდომარის თქმით, სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, „სილქნეტს“ დაეკისრა ვალდებულება, 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას კომპანიამ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით უნდა იხელმძღვანელოს, რაც, ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

მობილური მომსახურებების ხარისხის კონტროლის შესახებ გულორდავამ აღნიშნა, რომ ComCom-ი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში, რეგულარულად ატარებს მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ხარისხის მონიტორინგს და სამივე მობილური ოპერატორის მომსახურების ხარისხს ამოწმებს.

„2025 წელს კომუნიკაციების კომისიამ დანერგა მსოფლიოში რადიოქსელების მონიტორინგის სისტემების წამყვანი მწარმოებლის, Rohde & Schwarz-ის მობილური მომსახურებების მონიტორინგის სისტემა. სისტემა 5G ტექნოლოგიის გარდა, 4G-ის საფუძველზე მომუშავე VoLTE ტექნოლოგიითა და WhatsApp სისტემით განხორციელებული ზარების ხარისხის გაზომვის შესაძლებლობასაც იძლევა. ახალი სისტემის დანერგვა ComCom-ს საშუალებას აძლევს განახორციელოს უფრო მრავალფეროვანი მონიტორინგი და მომხმარებლებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ხარისხის შესახებ. ამავე დროს, ოპერატორებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავადაც აკონტროლონ ბაზარზე არსებული მომსახურების ხარისხი, რაც მომსახურების შემდგომ გაუმჯობესებას უწყობს ხელს.“ - განაცხადა გოგა გულორდავამ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2025 წელს კომუნიკაციების კომისიამ დანერგა მსოფლიოში რადიოქსელების მონიტორინგის სისტემების წამყვანი მწარმოებლის, Rohde & Schwarz-ის მობილური მომსახურებების მონიტორინგის სისტემა. სისტემა 5G ტექნოლოგიის გარდა, 4G-ის საფუძველზე მომუშავე VoLTE ტექნოლოგიითა და WhatsApp სისტემით განხორციელებული ზარების ხარისხის გაზომვის შესაძლებლობასაც იძლევა. ახალი სისტემის დანერგვა ComCom-ს საშუალებას აძლევს განახორციელოს უფრო მრავალფეროვანი მონიტორინგი და მომხმარებლებს მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების ხარისხის შესახებ. ამავე დროს, ოპერატორებს ეძლევათ შესაძლებლობა, თავადაც აკონტროლონ ბაზარზე არსებული მომსახურების ხარისხი, რაც მომსახურების შემდგომ გაუმჯობესებას უწყობს ხელს.“
გოგა გულორდავამ
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.