ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა

ნინო გულეიშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეკომენდაციით 2025 წელს მომხმარებლებს 188 583 ლარი უკან დაუბრუნდათ. პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მოქალაქეთა საჩივრების უმეტესობა წყალმომარაგებასა და ელექტრომომარაგებას ეხებოდა.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა
პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.

მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამოვლენილ დარღვევებზე, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და მიღებულ შედეგებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატის საქმიანობაზე ინფორმაცია გააცნო.

მისი თქმით, 2025 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრირებულია 2330 კორესპონდენცია და 1052 სამართლებრივი რეკომენდაცია/შუამდგომლობა. საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეების მხრიდან აპარატში 1058 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც 506 წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასა და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ, 444 - ელექტრომომარაგების, ტარიფებისა და მომსახურების, 106 - გაზმომარაგების, 2 - ირიგაციის საკითხებს უკავშირდება. ნინო გულეიშვილის განცხადებით, 2025 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, მომხმარებლებს 188 583 ლარი უკან დაუბრუნდათ.

მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამოვლენილი დარღვევების ოდენობა გაიზრდება. "სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი უფლებების დაცვაა. ამ მიზნით, სამსახურმა არაერთი საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გამართა. 2025 წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ცხადჰყოფს სამსახურის მიმართ საზოგადოების გაზრდილ მიმართვიანობას, მომხმარებელთა დაცვის კანონიერების მასშტაბურობასა და მის შედეგებს", - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი უფლებების დაცვაა. ამ მიზნით, სამსახურმა არაერთი საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გამართა. 2025 წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ცხადჰყოფს სამსახურის მიმართ საზოგადოების გაზრდილ მიმართვიანობას, მომხმარებელთა დაცვის კანონიერების მასშტაბურობასა და მის შედეგებს“
ნინო გულეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით ნარმანიამ პარლამენტში სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები