ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, მათ შორის რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის საკითხები - იგნასიო კასისი
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტთან და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოება და შვეიცარიის მედიატორის როლი განიხილეს.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტთან და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლი განიხილეს.
ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებსა და სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის მნიშვნელობაზე იგნასიო კასისმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შინაარსიანი შეხვედრა გავმართეთ. განვიხილეთ შვეიცარია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, მათ შორის რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის საკითხები. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები ეუთოსა და რეგიონში დიალოგის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე. მოუთმენლად ველი საქართველოში უახლოეს მომავალში ვიზიტს," - წერს იგნასიო კასისი X-ზე.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მეთაური ხვალ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს. მანამდე, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი პანელურ დისკუსიებსა და ორმხრივ შეხვედრებში მონაწილეობს. ცნობილია, რომ შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტი და ეუთო-ს თავმჯდომარე ოქტომბერში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
- იმედინიუსისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
- ინტერპრესნიუსიმთავრობის ადმინისტრაცია - ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა, საუბარი შეეხო ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება
- POSTVსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
- რუსთავი 2პრემიერი: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
- პირველი არხიირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
- POSTVირაკლი კობახიძე: „შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო
- რადიო თავისუფლებაირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
ციტატები სტატიიდან
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შინაარსიანი შეხვედრა გავმართეთ. განვიხილეთ შვეიცარია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები და სამხრეთ კავკასიაში არსებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, მათ შორის რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის საკითხები. ასევე, გავცვალეთ მოსაზრებები ეუთოსა და რეგიონში დიალოგის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე. მოუთმენლად ველი საქართველოში უახლოეს მომავალში ვიზიტს,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…