ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები და ეუთოსთან თანამშრომლობა განიხილეს. სტატიაში ასევე გახსენებულია ეუთოს წინა თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის ვიზიტი და მასთან დაკავშირებული მოვლენები.

„შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე ვისაუბრეთ ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობაზე“, - დაწერა X-ში კობახიძემ შეხვედრის შემდეგ.
კასისი ამ შეხვედრას სოციალურ ქსელში ჯერ არ გამოხმაურებია [თბილისის დროით 21:30 სთ].
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იგნასიო კასისის საქართველოს ოქტომბერში უნდა ეწვიოს.
ამ თანამდებობას კასისამდე იკავებდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი. ის საქართველოს 2025 წლის ოქტომბერში სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში ის დედაქალაქის ცენტრში, რუსთველის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც შეხვდა 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული პროევროპული დემონსტრაციების მონაწილეებს.
ამის გამო საგარეო უწყებამ ეუთოში შემავალ ქვეყნებს საპროტესტო ნოტით მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტრიმ კი „გზის გადაკეტვის“ საბაბით 5000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი შეუდგინა.
მაშინ ათმა სახელმწიფომ მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს იმდროინდელ თავმჯდომარეს.
„ჩვენ ვაფასებთ მის ჩართულობას საქართველოში სხვადასხვა მხარესთან და მის მხარდაჭერას ეუთოს ვალდებულებებისადმი, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების მიმართულებით“, - ეწერა განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
- იმედინიუსისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
- ინტერპრესნიუსიმთავრობის ადმინისტრაცია - ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა, საუბარი შეეხო ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება
- POSTVსაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ
- იმედინიუსიირაკლი კობახიძე: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
- რუსთავი 2პრემიერი: შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
- პირველი არხიირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისს შეხვდა
- POSTVირაკლი კობახიძე: „შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტ, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო
- პირველი არხიირაკლი კობახიძე – შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე იგნასიო კასისთან განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები
- რუსთავი 2ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე განვიხილეთ სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, მათ შორის რეგიონული სტაბილურობისა და დაკავშირებადობის საკითხები - იგნასიო კასისი
ციტატები სტატიიდან
„შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, იგნასიო კასისს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და შვეიცარიას შორის ორმხრივი ურთიერთობები და ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. ასევე ვისაუბრეთ ეუთოსთან საქართველოს თანამშრომლობაზე და ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ მონაწილეობაზე“
„ჩვენ ვაფასებთ მის ჩართულობას საქართველოში სხვადასხვა მხარესთან და მის მხარდაჭერას ეუთოს ვალდებულებებისადმი, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების მიმართულებით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…