ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის ენის წახალისებას აგრძელებს - ირაკლი ხელაძე

ქართული ოცნება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, ევროკავშირი საქართველოში ექსტრემიზმსა და რადიკალიზმს ახალისებს. მისი თქმით, მმართველი პარტიის ამომრჩეველთა შეურაცხმყოფელი პირი ევროპულ პროექტებშია ჩართული, საელჩო კი ამაზე თვალს ხუჭავს.

ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის ენის წახალისებას აგრძელებს - ირაკლი ხელაძე
ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და სიძულვილის ენის წახალისებას აგრძელებს - ირაკლი ხელაძერუსთავი 2

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ირაკლი ხელაძის შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან რადიკალური ჯგუფებისა და სიძულვილის ენის წახალისება გრძელდება.

მისი თქმით, კრიტიკას იწვევს ის ფაქტი, რომ პირი, რომელსაც მმართველი პარტიის მილიონზე მეტი ამომრჩევლის მისამართით საჯარო შეურაცხყოფა აქვს მიყენებული, ევროპულ პროექტებშია ჩართული, საელჩო კი ამაზე თვალს ხუჭავს.

"ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ექსტრემიზმის, რადიკალიზმისა და სიძულვილის ენის წახალისებას, ადამიანს, რომელსაც პირდაპირ ნაგინები აქვს "ქართული ოცნების" მილიონობით ამომრჩეველზე, საკუთარ პროექტებში რთავენ და ამის საპირისპიროდ პასუხის გაცემასაც არ ცდილობენ.

მათი მიზანია, რომ მსგავსი რადიკალური ჯგუფები წახალისებულები იყვნენ და საბოლოო ჯამში დაზიანდეს ჩვენი ხელისუფლება, თუმცა ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული ევროკავშირის მიმართ.

არ ვიცი, რატომ ვერ უნდა გასცეს პასუხი ჰერჩინსკიმ კონკრეტულად დასმულ კითხვას, თუმცა ჩვენ საზოგადოებას უნდა გავახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში რა კითხვებიც დაისვა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიმართებაში, არც ერთ მათგანზე მათ პასუხი არ ჰქონდათ,"- აცხადებს ირაკლი ხელაძე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მილიონობით ამომრჩეველზე, საკუთარ პროექტებში რთავენ და ამის საპირისპიროდ პასუხის გაცემასაც არ ცდილობენ. მათი მიზანია, რომ მსგავსი რადიკალური ჯგუფები წახალისებულები იყვნენ და საბოლოო ჯამში დაზიანდეს ჩვენი ხელისუფლება, თუმცა ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს პოზიცია ჩამოყალიბებული ევროკავშირის მიმართ. არ ვიცი, რატომ ვერ უნდა გასცეს პასუხი ჰერჩინსკიმ კონკრეტულად დასმულ კითხვას, თუმცა ჩვენ საზოგადოებას უნდა გავახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში რა კითხვებიც დაისვა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიმართებაში, არც ერთ მათგანზე მათ პასუხი არ ჰქონდათ,“
ირაკლი ხელაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.