ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

"ექსტრემიზმის, რადიკალიზმის წახალისება და დაფინანსება ევროკავშირის დღევანდელი წარმომადგენლობისთვის უცხო არ არის" - ირაკლი ხელაძე

ქართული ოცნება

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდან ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის დაფინანსება უცხო არ არის. იგი ეხმაურება ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმილ ფესტივალს, სადაც, მმართველი გუნდის მტკიცებით, იმ მუსიკოსს უნდა დაეთმოს სცენა, რომლის სიმღერაშიც ხელისუფლების მხარდამჭერები არიან შეურაცხყოფილნი.

"ექსტრემიზმის, რადიკალიზმის წახალისება და დაფინანსება ევროკავშირის დღევანდელი წარმომადგენლობისთვის უცხო არ არის" - ირაკლი ხელაძე
"ექსტრემიზმის, რადიკალიზმის წახალისება და დაფინანსება ევროკავშირის დღევანდელი წარმომადგენლობისთვის უცხო არ არის" - ირაკლი ხელაძერუსთავი 2

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის დაფინანსება უცხო არ არის. ამ განცხადებით, ირაკლი ხელაძე ეხმაურება ევროკავშირის მხარდაჭერით დაგეგმილ ფესტივალს.

"ზოგადად, ექსტრემიზმის, რადიკალიზმის წახალისება და დაფინანსება ევროკავშირის დღევანდელი წარმომადგენლობისთვის უცხო არ არის. ეს ფაქტიც კარგად მეტყველებს იმაზე, რომ სადაც კონკრეტული პირი კონკრეტულ სიმღერაში როდესაც მილიონობით ამომრჩეველს აყენებს შეურაცხყოფას და პირდაპირ დედას აგინებს, ასეთი შინაარსის ღონისძიებების და ასეთი შინაარსის მუსიკალური ნაწარმოებების მხარდაჭერას ახდენს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება, ვერ გამოდიან სირაქლემას პოზიციიდან ჩვენი დაუძინებელი მეგობრები და ამაზე პასუხი, აუცილებლად, საზოგადოების მხრიდან იქნება უმკაცრესი," - აცხადებს ირაკლი ხელაძე.

საუბარია დიპლომატიური უწყების მორიგი გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, ევროკავშირის საელჩო აფინანსებს ღონისძიებას, რომლის მთავარი სცენა, "ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, იმ მუსიკოსს უნდა დაეთმოს, რომლის ავტორობით შექმნილ სიმღერაში ის ხელისუფლების მხარდამჭერებს აგინებს.

ავტორი: ნანა გოგატაძე

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ზოგადად, ექსტრემიზმის, რადიკალიზმის წახალისება და დაფინანსება ევროკავშირის დღევანდელი წარმომადგენლობისთვის უცხო არ არის. ეს ფაქტიც კარგად მეტყველებს იმაზე, რომ სადაც კონკრეტული პირი კონკრეტულ სიმღერაში როდესაც მილიონობით ამომრჩეველს აყენებს შეურაცხყოფას და პირდაპირ დედას აგინებს, ასეთი შინაარსის ღონისძიებების და ასეთი შინაარსის მუსიკალური ნაწარმოებების მხარდაჭერას ახდენს ევროკავშირი. რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება ყველაფერს კარგად ხვდება, ვერ გამოდიან სირაქლემას პოზიციიდან ჩვენი დაუძინებელი მეგობრები და ამაზე პასუხი, აუცილებლად, საზოგადოების მხრიდან იქნება უმკაცრესი,“
ირაკლი ხელაძე
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.