ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საგადახდო სისტემების განვითარებას და შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.

ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა
ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, იასმინა სელიმოვიჩს შეხვდაპირველი არხი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა.

შეხვედრა რეგიონის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.

მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგადახდო სისტემების განვითარებასა და ამ მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ დიალოგი და ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს თანამედროვე, ეფექტიანი და უსაფრთხო საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.

ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.