საქართველოსა და უნგრეთის ცენტრალურ ბანკებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა. მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას ითვალისწინებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტს პიტერ ბენო ბანაის შეხვდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველთა ღონისძიების ფარგლებში შედგა.
მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლის ახალ ჩარჩოს განსაზღვრავს.
სებ-ის ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მონეტარული პოლიტიკის, საერთაშორისო რეზერვების მართვის, საგადახდო სისტემების, ფინანსური სერვისების განვითარების, ფინანსური ინსტიტუტების რეგულირებისა და ზედამხედველობის საკითხებზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.