ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა. მხარეებმა საგადახდო სისტემების განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, ასევე შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.

ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა
ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს იასმინა სელიმოვიჩს შეხვდა.

შეხვედრა რეგიონის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა.

მხარეებმა ორ ცენტრალურ ბანკს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საგადახდო სისტემების განვითარებასა და ამ მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ დიალოგი და ინფორმაციის გაცვლა ხელს შეუწყობს თანამედროვე, ეფექტიანი და უსაფრთხო საგადახდო სისტემებისა და ფინანსური სერვისების განვითარებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე.

ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.