ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელთან მაშა გლუხოვსკისთან და ევროპაში საჯარო სექტორთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელთან ნიკოლას სტინბერგენთან. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და მაკროეკონომიკური გარემო განიხილეს.

ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდა
ნათია თურნავა J.P. Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალურ ხელმძღვანელს მაშა გლუხოვსკის შეხვდარუსთავი 2

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა უმსხვილეს ამერიკული ბანკის JP Morgan-ის საჯარო სექტორის მიმართულების გლობალური ხელმძღვანელთან მაშა გლუხოვსკისთან და ევროპაში საჯარო სექტორთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელთან ნიკოლას სტინბერგენთან.

შეხვედრა თბილისში გამართული რეგიონის ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალი მაგიდის ღონისძიების ფარგლებში შედგა.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და J.P. Morgan-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ისაუბრეს რეგიონის მაკროეკონომიკურ გარემოსა და საფინანსო სექტორში მიმდინარე ტენდენციებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ეროვნული ბანკისა და J.P. Morgan-ის თანამშრომლობით გამართულ რეგიონის ცენტრალური ბანკების პრეზიდენტების მრგვალი მაგიდის შეხვედრას. ხაზი გაესვა ამ ფორმატის ღონისძიების მნიშვნელობას, რომელიც რეგიონში პირველად ჩატარდა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარებისა და საერთო პრიორიტეტებზე მსჯელობის შესაძლებლობა მისცა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.