ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

წელს საქართველომ $4.5 მილიონის ყურძენი იყიდა - მთავარი მომწოდებელი უზბეკეთია

წელს საქართველომ 4.5 მილიონი აშშ დოლარის 3 243 ტონა ყურძენი იყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია. ამავე პერიოდში საქართველომ 237.1 ათასი აშშ დოლარის ყურძენი გაყიდა საექსპორტო ბაზრებზე.

წელს საქართველომ $4.5 მილიონის ყურძენი იყიდა - მთავარი მომწოდებელი უზბეკეთია
წელს საქართველომ $4.5 მილიონის ყურძენი იყიდა - მთავარი მომწოდებელი უზბეკეთიაBM.GE

წელს საქართველომ 4.5 მილიონი აშშ დოლარის 3 243 ტონა ყურძენი იყიდა. იმპორტის ღირებულება გასული წლის 8 თვესთან შედარებით 17%-ით შემცირდა, რაოდენობა კი 21%-ით. ძირითადად საუბარია ე.წ სუფრის ყურძენზე.

bm.ge გთავაზობთ ყურძნის იმპორტიორი TOP-5 ქვეყნის ჩამონათვალს:

უზბეკეთი - 2.08 მლნ აშშ დოლარის 1 269 ტონა;

სომხეთი - 1.3 მლნ აშშ დოლარის 1 430 ტონა;

ირანი - 470.32 ათასი აშშ დოლარის 240.8 ტონა;

ნიდერლანდები - 414.7 ათასი აშშ დოლარის 100.2 ტონა;

თურქეთი - 169.5 ათასი აშშ დოლარის 172.1 ტონა.

რაც შეეხება ექსპორტს, წელს 8 თვეში, საქართველომ 237.1 ათასი აშშ დოლარის 132.3 ტონა ყურძენი გაყიდა, თითქმის იგივე მოცულობა რაც 2025 წლის საანგარიშო პერიოდში. კლება 0.8%-ია. ძირითადი საექსპორტო ბაზრები კი სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანია.

მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
თევზის იმპორტი 75.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები