პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ჩინური პლატფორმების — WEIBO-ს, RED-ისა და DOUYIN-ის ინფლუენსერები სტუმრობდნენ, რომლებმაც აჭარის ღირსშესანიშნაობები მილიონობით გამომწერს გაუზიარეს.

ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს
იმედინიუსი

აჭარას ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების WEIBO, RED და DOUYIN ინფლუენსერები სტუმრობდნენ, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბლოგერებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები მილიონობით გამომწერს გაუზიარეს.

„მედიატურის ფარგლებში ინფლუენსერებმა ბათუმისა და აჭარის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, მათ შორის ძველი ბათუმი, ბულვარი, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ინფლუენსერებმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები გამომწერებს ეტაპობრივად უზიარებდნენ და მათ საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებდნენ.

საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მედია-ინფო ტურებთან ერთად საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებშიც აქტიურად მონაწილეობს. მიმდინარე წელს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები 20-მდე საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, მათ შორის იაპონიაში, დუბაიში, ბერლინში, მადრიდში, ნიუ-იორკში, ჩინეთში, ფრანკფურტში, ინდოეთში, ყაზახეთში, უნგრეთსა და ისრაელში. ამასთან, დეპარტამენტის მოწვევით, აჭარას უცხოელი ინფლუენსერები, ჟურნალისტები და ტუროპერატორები პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და მოლდოვიდანაც სტუმრობდნენ“, - აღნიშნულია გავრცალებულ ინფორმაციაში.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბათუმში მოქმედი საკონსულოების წარმომადგენლებთან შეხვედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ირანის ისლამური რესპუბლიკის გენერალურ კონსულს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები