თევზის იმპორტი 75.5%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?
2026 წლის 8 თვეში საქართველოში თევზის იმპორტი 75.7%-ით გაიზარდა და 11.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს შორის არიან თურქეთი, ნორვეგია, ჩილე, სომხეთი და საფრანგეთი. ხოლო ექსპორტის მოცულობა თითქმის უცვლელია და 1.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

2026 წლის 8 თვეში საქართველოში თევზის იმპორტი 11.5 მილიონი აშშ დოლარის 1 473.2 ტონამდე გაიზარდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით 75.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
უნდა აღინიშნოს, რომ თუ გასულ წელს 1 კილოგრამის საშუალო ფასი საბაჟომდე გადასახადების გარეშე 7.80 აშშ დოლარი იყო, წელს 7.84 აშშ დოლარი შეადგინა.
bm.ge გთავაზობთ მთავარი იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალს:
თურქეთი – 9 მილიონი აშშ დოლარი (1246.46 ტონა)
ნორვეგია – 2.2 მილიონი აშშ დოლარი (191.82 ტონა)
ჩილე – 129.5 ათასი დოლარი (8.51 ტონა)
სომხეთი – 15.1 ათასი დოლარი (5.43 ტონა)
საფრანგეთი – 13.1 ათასი დოლარი (0.37 ტონა)
რაც შეეხება ექსპორტს, თითქმის უცვლელია და გასული წლის 8 თვის მსგავსად, საქართველომ წელსაც 1.6 მლნ აშშ დოლარის თევზი გაყიდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…