8 თვეში საქართველოში $135.3 მილიონის 9 417 ელექტრომობილი შემოვიდა | TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა
მიმდინარე წლის 8 თვეში საქართველოში 135.3 მილიონი დოლარის ღირებულების 9 417 ელექტრომობილი შემოვიდა, რაც 47.6%-იანი ზრდაა. მთავარი მომწოდებელი ქვეყანა აშშ-ია, საიდანაც იმპორტმა 99.3 მილიონი დოლარი შეადგინა. რეექსპორტზე კი 17.6 მილიონი დოლარის 752 ელექტრომობილი გავიდა.

წელს 8 თვეში, საქართველომ 135 მილიონ 342 ათასი დოლარის ღირებულების 9 417 ელექტრომობილი შეიძინა. იმპორტი 47.6%-ით გაიზარდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტირებული 5 361 ელექტრომობილების ღირებულება 91 მილიონ 673 ათასი დოლარი იყო.
საქართველოში ელექტრომობილების მთავარი მომწოდებელი ამერიკის შეერთებული შტატებია, საიდანაც იანვარ-აგვისტოში იმპორტი წლიურად 74.5%-ით არის გაზრდილი.
TOP-5 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:
აშშ - $99.3 მლნ, 7 645 ცალი;
ჩინეთ - $18.7 მლნ, 908 ცალი;
გერმანია - $7.2 მლნ, 71 ცალი;
იაპონია - $5.5 მლნ, 583 ცალი;
კანადა - $1.5 მლნ, 110 ცალი;
მცირე მოცულობით ელექტრომობილები ავსტრიიდან, უკრაინიდან, შვედეთდან და თურქეთიდანაც შემოგვაქვს.
უნდა აღინიშნოს, რომ წელს 8 თვეში 17 მილიონ 659 ათასი დოლარის ღირებულების 752 ელექტრომობილი გავიდა რეექსპორტზე. კლება 26.7%-ია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…