საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ეწვევა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ლუქსემბურგს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო დიპლომატიას და საქართველოს ევროინტეგრაციის გზას განიხილავენ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ ლუქსემბურგს ეწვევა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე კოლეგას შეხვდება.
კანონმდებლები ერთობლივი აუდიენციის ფარგლებში არაერთ საკითხს განიხილავენ. ისაუბრებენ საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების კონტექსტში.
საუბრის თემა იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის გზა. სწორედ საქართველო-ევროკავშირს შორის არსებული გამოწვევები იყო ბელგიის ორივე პალატის პრეზიდენტებთან შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა.
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზაობა დიალოგის აღდგენისთვის და ამ პროცესში წევრი სახელმწიფოების როლს გაუსვა ხაზი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.