[VIDEO] ვინ თქვა მიქაუტაძეს გატანა აღარ შეუძლიაო? - ქართველმა დუბლით "ვილიარეალს" "სელტასთან" გამარჯვება მოუპოვა
გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის მე-14 ტურში „სელტასთან“ მატჩში დუბლი შეასრულა და „ვილიარეალს“ 2:1 გამარჯვება მოაპოვებინა. ქართველი თავდამსხმელი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ლა ლიგის მე-14 ტურში „ვილირეალმა“ გასვლაზე „სელტა“ 2:1 დაამარცხა.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელსაც ბოლოს გოლი 24 ოქტომბერს ჰქონდა გატანილი, დუბლი შეასრულა. ქართველი 74-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - შეფასებები: Sofascore 8.4, Whoscored 7.8, Flashscore 7.7.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე ყველა ტურნირზე 25 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლა გადაცემაა.
„ვილიარეალი“ ამ მომენტისთვის 18 ქულით მე-10 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს ჩაატარებს - თასის 1/32-ფინალში გასვლაზე ქვედალიგურ „სესტაოს“ შეხვდება.
ვიგო. „ბალაიდოსი“
სელტა - ვილიარეალი 1:2
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (3, პენ), 1:1 ჟუტგლა (30), 1:2 მიქაუტაძე (54)
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…