მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
ლა ლიგის მე-12 ტურში ვილიარეალმა ხეტაფეს 2:0 სძლია. გიორგი მიქაუტაძემ მატჩში 84 წუთი ითამაშა, ხოლო საბა საზონოვი სათადარიგო სკამზე დარჩა.

ლა ლიგის მე-12 ტურში „ვილიარეალმა“ საკუთარ მოედანზე „ხეტაფეს“ 2:0 მოუგო.
„ვილიარეალი“ დიდ უპირატესობას ფლობდა, მატჩის ბოლოს გატეხა მეტოქე და გაიმარჯვა.
მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 84-ე წუთამდე ითამაშა - შეფასებები: Whoscored 6.8, Flashscore 6.8, Sofascore 6.4.
სტუმართა გუნდის მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო.
„ვილიარეალი“ 15 ქულით მე-8 ადგილზეა და 22 ნოემბერს გასვლაზე „ბარსელონას“ შეხვდება.
„ხეტაფე“ 12 ქულით მე-15 პოზიციაზეა და 23 ნოემბერს „ატლეტიკოს“ უმასპინძლებს.
ვილიარეალი. „კერამიკა“
ვილიარეალი - ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ბიუკენენი (80), 2:0 რომერო (90+1)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…