ნუ გააბრაზებთ "ბარსელონას" - კატალონიურმა გრანდმა მიქაუტაძის "ვილიარეალს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
ლა ლიგის მე-13 ტურში „ბარსელონამ“ „ვილიარეალი“ 3:2 დაამარცხა, მას შემდეგ რაც მატჩის დასაწყისში 0:2 აგებდა. გიორგი მიქაუტაძემ სტუმართა შემადგენლობაში 86-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

ლა ლიგის მე-13 ტურში „ბარსელონამ“ სახლში „ვილიარეალი“ 3:2 დაამარცხა.
მატჩი მოულოდნელად დაიწყო - სტუმრებმა დებიუტში ორი გოლი გაიტანეს, რის შემდეგაც მასპინძლები შტურმზე გადავიდნენ და ანგარიშის შემცირების შესანიშნავი შანსი მიიღეს, მაგრამ იამალმა თავის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარში „ბარსელონამ“ ზეწოლა გააძლიერა და მიზანსაც მიაღწია - გულაჩის კარი მარტინმა და ლოპესმა დალაშქრეს, ნავარომ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და კატალონიელებმა გაიმარჯვეს.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 86-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა - შეფასებები: Sofascore 6.7, Whoscored 6.3, Flashscore 5.7.
„ბარსელონა“ 36 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „რეალს“ 3 ქულით უსწრებს და შემდეგ მატჩს 25 ნოემბერს ჩაატარებს - ბაქოში ჩემპიონთა ლიგაზე „საბაჰს“ დაუპირისპირდება.
„ვილიარეალი“ 15 ქულით მე-9 პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრას 25 ნოემბერს გამართავს - პრაღაში ჩემპიონთა ლიგაზე „სლავიასთან“.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა - ვილიარეალი 3:2
გოლები: 0:1 ბიუკენენი (5), 0:2 ოლუვასეი (7), 1:2 მარტინი (57), 2:2 ლოპესი (61), 3:2 ნავარო (67, საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: იამალი (23, ბარსელონა)
გაძევება: ნავარო (90+4, ვილიარეალი)
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…