პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ვინ აკურთხა ე.წ. ვარდების რევოლუცია - მიხეილ სააკაშვილმა 2003 წლის პოლიტიკური ცვლილებების მთავარ შემოქმედად რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი დაასახელა

ნაციონალური მოძრაობა

მიხეილ სააკაშვილმა 2003 წლის მოვლენების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად რუსეთის მაშინდელი საგარეო მინისტრი იგორ ივანოვი დაასახელა, რასაც მმართველი გუნდის კრიტიკა მოჰყვა.

ვინ აკურთხა ე.წ. ვარდების რევოლუცია - მიხეილ სააკაშვილმა 2003 წლის პოლიტიკური ცვლილებების მთავარ შემოქმედად რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი, დაასახელა.

პატიმარმა ექსპრეზიდენტმა ვრცელი პოსტი 23 წლისწინანდელ პოლიტიკურ პერიპეტიებზე "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა. სააკაშვილი ტექსტში დამამცირებელი ტერმინებით მოიხსენიებს ამერიკის მაშინდელ ელჩს, რიჩარდ მაილსს, რომელიც, მისი თქმით, "ფლოსტებში" გამოწყობილი, რევოლუციონერებისგან შევარდნაძესთან დაზავებას ითხოვდა. სააკაშვილი იხსენებს, რომ მას, ბურჯანაძესა და ჟვანიას, მხსნელად იგორ ივანოვი მოევლინათ, რომელმაც სამომავლო უმაღლესი თანამდებობები მათ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში გაუნაწილა.

სააკაშვილი რომ ქართული პროექტი არასდროს ყოფილა, ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულა. მსჯავრდებულის მორიგი აღიარება კი სახელისუფლებო პარტიისთვის ყველა იმ ქმედების ახსნაა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ რუსეთის სასარგებლოდ ჩაიდინა - აგვისტოს ომის შემდეგ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და სტრატეგიული ობიექტების გადაბარებიდან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მხარდაჭერამდე.

რუსულ კვალს 2003 წლის ნოემბრის მოვლენებში ვერც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უარყოფენ, თუმცა ცდილობენ, სააკაშვილის მიერ მონათხრობი ისტორია საზოგადოების თვალში გააუბრალოონ. პარტია, რომელიც წლებია ანტირუსულ ძალად პოზიციონირებს, დღეს სააკაშვილის აღიარებაში პრობლემას ვერ ხედავს.

მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი მუდმივად უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებით იყო დაკავებული - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია. კანონმდებლები სააკაშვილის მიერ იგორ ივანოვზე მონათხრობ ისტორიას ექსპრეზიდენტის მორიგ ლუსტრაციად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო ქვეყნის სუვერენიტეტის შესუსტება და ეროვნული ინტერესების სრული უგულებელყოფა.

2003 წლის ნოემბრის მოვლენებში იგორ ივანოვის შედეგიან ჩართულობაზე მიხეილ სააკაშვილმა პოსტი ე.წ. ვარდების რევოლუციის ოცდამესამე წლისთავზე გამოაქვეყნა, თუმცა მალევე წაშალა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 1
  1. პირველი არხისამთავრობომიხეილ სააკაშვილი – რუსები და მათი ქართველი შნირები ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა
  2. ალიაოპოზიციური,,ეს თითქმის არავინ იცის“ – მიხეილ სააკაშვილი
  3. პირველი არხისამთავრობომიხეილ სააკაშვილის პოსტი, სადაც წერდა, რომ „ვარდების რევოლუცია“ იგორ ივანოვმა აკურთხა, მის ფეისბუქგვერდზე აღარ იძებნება
  4. იმედინიუსისამთავრობომიხეილ სააკაშვილი: რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო. ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა
  5. რუსთავი 2სამთავრობოსააკაშვილის განცხადება, რომელიც მსჯავრდებულმა მალევე წაშალა: უტყუარი ფაქტია, რომ ამერიკელები ბოლომდე გვეწინააღმდეგებოდნენ, ხოლო პირველმა ვარდების რევოლუცია სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა იგორ ივანოვმა აკურთხა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ბეჟაშვილი – ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება „ვარდების რევოლუციაზე“, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი არ მოახდინა რევოლუცია, ეს იყო ქართველი ხალხის ბრძოლაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები