პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მედია: პარიზში, მარინ ლე პენის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე შეტაკებები მოხდა - არიან დაშავებულები, დაკავებულია 17 პირი

პარიზში, მარინ ლე პენის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე შეტაკება მოხდა, რის გამოც პოლიციამ 17 პირი დააკავა. დაშავებულია ერთი პოლიციელი და პარტიის დაცვის ორი თანამშრომელი.

მედია: პარიზში, მარინ ლე პენის პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე შეტაკებები მოხდა - არიან დაშავებულები, დაკავებულია 17 პირი
რუსთავი 2

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, მარინ ლე პენის პარტია "ეროვნული გაერთიანების“ (RN) ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე, შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ 17 პირი დააკავა. დაპირისპირების შედეგად დაშავდა ერთი პოლიციელი და პარტია "ეროვნული გაერთიანების“ დაცვის ორი თანამშრომელი.

მედიის ცნობით, შაბათს, საღამოს დაახლოებით 19:30 საათზე პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ პარიზში, ვინსენის ტყის ტერიტორიაზე მდებარე რესტორან „შალე დუ ლაკისკენ“ დაახლოებით 60 ნიღბიანი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი მიემართებოდა. ამ ადგილას იმ დროს პარტიის 600 აქტივისტი და ადგილობრივი წარმომადგენელი იყო შეკრებილი.

ამასთან, ვალ-დე-მარნის დეპარტამენტის ქალაქ სენ-მანდეს ურბანული მონიტორინგის ცენტრი იტყობინებოდა, რომ "შალე დუ ლაკისკენ" დაახლოებით 200 ადამიანი მიემართებოდა. მათგან ზოგიერთს ხელში დროშები ეჭირა.

არეულობის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, პარიზისა და ვალ-დე-მარნის პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მნიშვნელოვანი საპოლიციო ძალები და შესაბამისი აღჭურვილობა გაგზავნა.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ადგილზე მისულ პოლიციის ეკიპაჟებს აქტივისტებმა სხვადასხვა საგნები ესროლეს.

დაპირისპირების დროს, ერთმა პოლიციელმა სახის არეში დაზიანება მიიღო, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე, მსუბუქად დაშავდა პარტიის დაცვის ორი თანამშრომელი.

მედიის ცნობით, დაკავებული პირები ვინაობის დასადგენად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ მიმართ წინასწარი პატიმრობა არ გამოუყენებიათ და საბოლოოდ, მშობლებს გადასცეს.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მარინ ლე პენი: კატეგორიულად მიმაჩნია, რომ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები