მარინ ლე პენი: კატეგორიულად მიმაჩნია, რომ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს
მარინ ლე პენი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს, რადგან ეს საფრანგეთის ეკონომიკას, ფერმერებსა და მწარმოებლებს რისკს შეუქმნის.

საფრანგეთის პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი უკრაინის ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგია. ლე პენი ამბობს, რომ კიევის გაერთიანებაში ინტეგრაცია საფრანგეთს ზიანს მოუტანს და ეკონომიკურ რისკს შეუქმნის ფრანგ ფერმერებსა და მწარმოებლებს.
„კატეგორიულად მიმაჩნია, რომ უკრაინა ევროკავშირში არ უნდა გაწევრიანდეს. უკრაინის მომავალი არავითარ შემთხვევაში არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას“, - განაცხადა ლე პენმა.
ის ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად საფრანგეთში ფართომასშტაბიანი სამშვიდობო კონფერენცია უნდა გაიმართოს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…