პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მაღაროელთა დღე 2026 - განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის გამორჩეულ მაღაროელებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ

ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღინიშნა. წლის საუკეთესო მაღაროელებს განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ. პროფესიული დღე დასაქმებულებს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის დირექტორმა მიხეილ სოცკიმ მიულოცა, რომელმაც 5-წლიანი განვითარების გეგმაზე ისაუბრა.

მაღაროელთა დღე 2026 - განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის გამორჩეულ მაღაროელებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ
რუსთავი 2

ყოველი წლის ამ დროს, ჭიათურაში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ქალაქი მაღაროელთა დღეს აღნიშნავს. ადგილზე დილიდან სადღესასწაულო განწყობაა. ამ დღის მთავარი ტრადიცია წლის საუკეთესო მაღაროელების გამოვლენაა. განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის გამორჩეულ მაღაროელებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცათ.

მაღაროელებს პროფესიული დღე მიულოცა ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის დირექტორმა. მიხეილ სოცკი დასაქმებულების სამუშაოთი უზრუნველყოფის, სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხელფასების ზრდის პერსპექტივაზე საუბრობს, რაც მისივე თქმით განვითარების 5 წლიანი გეგმის ნაწილია.

"მადლობა მაღაროელს" - ეს ამ დღის მთავარი გზავნილია. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქცენტს მაღაროელთა შრომის, პროფესიული თავდადებისა და მათი წვლილის მნიშვნელობაზე აკეთებენ როგორც ქალაქის, ისე ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ღონისძიებას ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, მოწვეული სტუმრები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაში ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ. ჭიათურაში მაღაროელთა დღე ყოველწლიურად აღინიშნება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომაღაროელის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა, ხუთწლიანი გეგმა უკვე გაწერილია, დასაქმებულები აუცილებლად იქნებიან უზრუნველყოფილი სამუშაოთი, ვიმუშავებთ ხელფასების მატებაზე - მიხაილ სოცკი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თავისი შრომით ისინი ძალიან ბევრ რამეს აკეთებენ, მათ მუშაობაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული - გივი მოდებაძე მაღაროელებს პროფესიულ დღეს ულოცავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები