,, ვაი იმას, ვისაც ეს ენერგია მოხვდება” – რომან გოცირიძე
რომან გოცირიძის განცხადებით, საპროტესტო ენერგია ზამბარასავით შეიკუმშა და „ვაი იმას, ვისაც ეს ენერგია მოხვდება“. მან ასევე დიდი შეცდომა უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მიკროფონთან არდაშვებას.

ეკონომისტი რომან გოცირიძე:
,,გუშინდელი აქცია ძალიან მაგარი იყო, მომავალში კი კიდევ უფრო მაგარი იქნება. პროტესტი არ გამქრალა და არც შესუსტებულა-უბრალოდ, უკან დაიხია და ზამბარასავით შეიკუმშა. ყველამ კარგად იცის, რა მოსდევს შეკუმშული ენერგიის გამოტყორცნას. ვაი იმას, ვისაც ეს ენერგია მოხვდება.
ცალკეული ექსცესები აქციის დადებით ეფექტს ვერ გადაფარავს.
ნაციონალური მოძრაობის მიკროფონთან არდაშვება დიდი შეცდომა იყო. მიშასა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეზე დაყენება კი-სამარცხვინო.“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…