მოჰსენ რეზაი - თუ აშშ ირანის წინააღმდეგ ომს დაიწყებს, აგრესიაში ჩართული ნებისმიერი სამხედრო ბაზა ირანის სასიკვდილო დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე გახდება
თუ აშშ ირანის წინააღმდეგ ომს დაიწყებს, აგრესიაში ჩართული ნებისმიერი ბაზა ირანის დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე გახდება, განაცხადა ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ.

თუ აშშ ირანის წინააღმდეგ კიდევ ერთ ომს წამოიწყებს, აგრესიაში ჩართული ნებისმიერი სამხედრო ბაზა - დასავლეთ აზიიდან ევროპამდე - ირანის სასიკვდილო დარტყმების ლეგიტიმური სამიზნე გახდება, - ამის შესახებ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.
“არ არსებობს უსაფრთხო მანძილი. არ არსებობს უსაფრთხო თავშესაფარი. არავის აქვს იმუნიტეტი”, - აღნიშნა რეზაიმ.
ცნობისთვის, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ორი დღის წინ აშშ-ის ხელისუფლებას ირანის მიერ წამოყენებულ შვიდ პირობაზე დათანხმებისკენ მოუწოდა.
“ვაშინგტონი სასოწარკვეთილი აზარტული მოთამაშის მსგავსად ფართხალებს. დანებდით და მოჩვენებითი მოლაპარაკებების შესახებ ყალბი ამბების გამოგონება შეწყვიტეთ. შეწყვიტეთ დასავლეთ აზიის ახალი წესრიგის უარყოფა. დროა, იმ შვიდ პირობას დანებდეთ, რომლებიც ირანმა არაერთხელ წამოაყენა“, - დაწერა რეზაიმ სოციალურ ქსელში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…