პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 3-0 დინამო (თბ). ...კარი გაიჯახუნა კი არა, ჩამოანგრია - გავარდნილმა "მეშახტემ" "დინამოს" საჩემპიონო შანსი დააკარგვინა

ტყიბულის "მეშახტემ" ეროვნული ლიგის მატჩში თბილისის "დინამო" 3:0 დაამარცხა და მეტოქეს ჩემპიონობის შანსი დააკარგვინა. შეხვედრაში ცოტნე ფაცაციამ გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

"მეშახტემ" კარი გაიჯახუნა... გაიჯახუნა კი არა, ჩამოანგრია - სრულიად უმოტივაციო გუნდმა 3:0 მოუგო თბილისის "დინამოს" და ჩემპიონობის შანსი დააკარგვინა.

თუმცა ნუ გვიწყენენ ტყიბულელები და, ეს შანსი თემურ ქეცბაიას გუნდმა თავად დაკარგა, როცა სრულიად დემოტივირებული, თამაშის სურვილის არმქონე გავიდა მოედანზე.

"მეშახტემ" მშვენივრად ისარგებლა მეტოქის უნიათობით და შეეძლო, უფრო დიდი ანგარიშითაც გაემარჯვა. დიდებული იყო ცოტნე ფაცაცია, რომელმაც გოლი და საგოლე პასი გაიფორმა.

განსაკუთრებით გამოვყოფთ "სტანდარტს", რომელიც ფაცაციამ თავის სტილში გაიტანა - ლამაზად "მოჭრა" ბურთი და ბადეში გაახვია - ფლორესი უძლური აღმოჩნდა.

მეშახტე-დინამო (თბ) 3:0

1:0 ბურდული (26, ლ. უგრეხელიძის პასით), 2:0 ლიმა (41, ფაცაციას პასით), 3:0 ფაცაცია (51)

მეშახტე: შოვნაძე, შუბითიძე, პიმენტელი, ზოტკო, ლ. უგრეხელიძე, ბურდული, ლიმა (გეგია 79), პაპუაშვილი (პიროგოვი 79), გაბისკირია (ჯამარაული 84), ქანთარია (კვირკველია 90), ფაცაცია (ყველაიძე 84)

დინამო: ფლორესი, ფსალტისი, კურდიჩი (კალანდაძე 50), ნ. უგრეხელიძე, სანტუსი, უელტონ კარვალიო, ოსეი, ნინუა, დოლტმურზიევი (კვარაცხელია 69), ბა, ვაწაძე (გბომადუ 69)

არბიტრი: ჯენერი ხორავა

მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები