VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ეროვნული ლიგის მატჩში ტყიბულის „მეშახტემ“ გორის „დილა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. პირველი ტაიმის წაგების შემდეგ მასპინძლებმა მეორე ნახევარში გაბისკირიასა და კვირკვიას გოლებით თამაშის შემოტრიალება შეძლეს.
უცნაური შემთხვევაა - ამ სეზონში აუტსაიდერმა "მეშახტემ" სულ 3 თამაში მოიგო და აქედან 2-ჯერ "დილასთან" იყოჩაღა. ამ შეხვედრის პირველ ტაიმს არაფერი ეტყობოდა ტყიბულელთათვის სასიკეთო - "დილა" მასპინძელზე უკეთ გამოიყურებოდა და დამსახურებულად მოიგო მატჩის ეს ნაწილი.
აი, მეორე ნახევარში კი მოედანზე სულ სხვა "მეშახტე" გავიდა - მეტი იყო თავდადებაც, მოძრაობაც... შეტევებიც მრავალფეროვანი გახდა. მთავარი აქცენტი მარჯვენა ფლანგზე გაკეთდა, სადაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ბექა გაბისკირიამ.
რა თქმა უნდა, "დილამ" სცადა თამაშის სადავეები დაბრუნება და შეუტია კიდეც, მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ეს დღეს "მეშახტის" იყო. ტყიბულელები ბოლო ადგილზე კი დარჩნენ, მაგრამ ამ მოგებამ ჩხეტიანის გუნდს დამატებითი სტიმული მისცეს და მე-9 ადგილს გაორმაგებული ენერგიით შეუტიოს.
მეშახტე-დილა 2:1
0:1 კანტე (27, შეყილაძის პასით), 1:1 გაბისკირია (65, პაპუაშვილის პასით), 2:1 კვირკვია (75, ლიმას პასით)
მეშახტე: ტყეშელაშვილი, შუბითიძე (ნოვრუზოვი 87), ქურდაძე, პიმენტელი, ზოტკო, გეგია (ლიმა 46), გაბისკირია (პიროგოვი 83), ქანთარია (პაპუაშვილი 46), ჯიჯავაძე, კვირკვია, ფაცაცია (შიკალო 90+4)
დილა: კერესელიძე, კიკაბიძე, არაუჟო, პუკეტი (მუსელიანი 79), სანიანგი, ანოფი (ფარულავა 79), კობახიძე (ზარგარი 55), დიუფი (ჯალაღონია 55), მენთეშაშვილი (გრაბოვსკისი 68), კანტე, შეყილაძე
არბიტრი: გურამ მაჩიტიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…