VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
ეროვნული ლიგის მატჩში ქუთაისის ტორპედომ მეშახტე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. შეხვედრაში მეშახტე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა ტორპედომ მატჩის მიწურულს ანგარიშის შემოტრიალება შეძლო.
"მეშახტეს" ეს თამაში რომ მოეგო და ძალიან ახლოს იყო მიზანთან მას მერე, რაც პაპუაშვილმა შორეული დარტყმით აიღო ქუთაისელთა კარი, კიდევ იქნებოდა ეროვნულ ლიგაში პლეი-აუტით დარჩენის შანსი, მაგრამ ახლა მხოლოდ სასწაულის იმედი შეუძლიათ, ჰქონდეთ.
"ტორპედომ" თამაში მოატრიალა და ამბობენ, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ - რატომ გახდა აუცილებელი ორბურთიანი ჩამორჩენა, რომ შუსტერის გუნდს ფეხბურთის თამაში დაეწყო?
შეიძლება, "მეშახტემ" ნაადრევად მოადუნა ყურადღება, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ პირველ ტაიმის ბოლომდე ქუთაისელებმა საგოლე მომენტი ვერ შექმნეს? ვინმემ შეიძლება თქვას, რომ "ტორპედოს" მოტივაცია აღარ აქვს, მაგრამ ამ გუნდისგან ასეთ ფეხბურთს ვხედავდით მთელი სეზონის განმავლობაში.
სეზონი კი ქუთაისელებმა პირწმინდად ჩააგდეს და ევროპაზე ოცნებაც დასრულებულია. თუმცა თქვენ წარმოიდგინეთ თეორიული შანსი ჯერ კიდევ აქვთ. ამისთვის, ბათუმის "დინამო" ევროპიდან უნდა მოკვეთონ, მის ნაცვლად გასულმა მესამეადგილოსანმა თბილისის "დინამომ" ყველა დარჩენილი თამაში წააგოს, ხოლო თავად მაქსიმუმი - 12 ქულა მოაგროვოს.
ანუ რა გამოდის? - "ტორპედო" წლეულს ევროტურნირზე რომ მოხვდეს, მთელი სამყარო უნდა გაჩერდეს. აბა, ვის სჯერა ამის?
მეშახტე-ტორპედო 2:3
1:0 კვირკვია (44), 2:0 პაპუაშვილი (52, ბურდულის პასით), 2:1 ბუკია (65, შულაიას პასით), 2:2 სკორუპი (75, ბუკიას პასით), 2:3 პირესი (90+4)
მეშახტე: ტყეშელაშვილი, შუბითიძე, ქურდაძე, უგრეხელიძე, ბურდული, ჯიჯავაძე, გაბისკირია (გოგოლაშვილი 82), შიკალო (პიროგოვი 68), პაპუაშვილი, კვირკვია (ჩხეტიანი 82), ფაცაცია
ტორპედო: გოშაძე, კუპრავა (შიმიჩი 46), ბუკია, ლაცაბიძე, სტამატოვი, შულაია (ხატოიანი 90), მამუჩაშვილი, ლომინაძე (სკორუპი 58), პირესი, ანდრიჩი (კოხრეიძე 66), დეისაძე
არბიტრი: გიორგი ავაზაშვილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…