საქართველოს ქალთა საფეხბურთო მეორე ლიგის ჩემპიონი თბილისის „ნორჩები“ გახდა
საქართველოს ქალთა საფეხბურთო მეორე ლიგის ჩემპიონი თბილისის „ნორჩები“ გახდა, რომელმაც ბათუმის „შტორმი“ 10:0 დაამარცხა და უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა.

საქართველოს ქალთა საფეხბურთო მეორე ლიგის ჩემპიონი თბილისის „ნორჩები“ გახდა.
გუნდმა ჩემპიონატის ბოლო ტურში ბათუმის „შტორმი“ ანგარიშით 10:0 დაამარცხა და ტიტულთან ერთად, ქალთა უმაღლესი დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. „ნორჩებმა“ მეორე ლიგაში ყველა მატჩი მოიგეს და 78 ქულით გადაინაცვლეს უმაღლეს ლიგაში, სადაც მომავალი წლიდან იასპარეზებენ.
2027-2028 წლების სეზონიდან უმაღლესი ლიგის ფორმატი იცვლება. 10 გუნდის ნაცვლად ჩემპიონატში 8 კლუბი იასპარეზებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…