ანა წითლიძე - არ გვჭირდება ზოგადი განმარტებები, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ უნდა გაეშვათ? საკითხი მარტივია, პასუხს ველოდებით - ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და "ჩერგოსი" გეშინიათ
ანა წითლიძე ოპოზიციონერ ლიდერებს მიმართავს და პასუხს სთხოვს, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 28 ნოემბრის აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ გაეშვათ. მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „თავისუფლების მოედანს“ ამ აკრძალვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე „ოპოზიციის ალიანსის“ წევრებს, კერძოდ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს - ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და „ევროპული საქართველოსთვის“ ლიდერს გიგი წერეთელს მიმართავს, რომ ზოგადი განმარტებების ნაცვლად კონკრეტიკას ითხოვს.
კერძოდ, ანა წითლიძე 28 ნოემბრის აქციაზე “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „როგორც გაირკვა, „სტრატეგია აღმაშენებელსა“ და „თავისუფლების მოედანს“ საერთოდ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალიანსის სახელით „ნაციონალურ მოძრაობას“ სიტყვით გამოსვლაზე უარი ეთქვა“.
„მათ არც ის იცოდნენ, რომ ამ საკითხის გარჩევა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ახლა ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა: თუ ალიანსის ორმა წევრმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ იცოდა, მაშინ ვინ მიიღო ის ალიანსის სახელით?
ამ საკითხზე კომუნიკაცია გვქონდა „ახლების“ წარმომადგენლებთან და გიგი წერეთელთან, რადგან, როგორც გავარკვიეთ, გამომსვლელთა სიას რატომღაც ალიანსი ადგენდა.
არ გვჭირდება „პროსტინა პოსტები“ და ზოგადი განმარტებები.
კონკრეტულად გვიპასუხეთ: თუ ალიანსის მინიმუმ ორმა წევრმა პარტიამ არ იცოდა ამ გადაწყვეტილების შესახებ, ვინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიკროფონთან არ უნდა გაეშვათ?
ვინ გადაწყვიტა ეს ალიანსის სახელით და რა უფლებამოსილებით?
საკითხი მარტივია — პასუხს ველოდებით.
ბანერის გმობაზე გავიგე, რომ გიჭირთ და ჩერგოსი გეშინიათ.
ეგ ჩერგო დაგღუპავთ ბოლოს”, - წერს ანა წითლიძე და მიმართავს ოპოზიციონერ ლიდერებს: ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს და გიგი წერეთელს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…