პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც…ფოიერვერკის ვინმესთვის სახეში სროლას, ეს თქვენი ხელწერაა“ – ელენე ხოშტარია

ქართული ოცნება

ციხიდან გავრცელებულ წერილში ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ აქციებზე ფოიერვერკი ჰაერში ისროდა, და ერთადერთ მოძალადედ „ქართულ ოცნებას“ ასახელებს.

„ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც…ფოიერვერკის ვინმესთვის სახეში სროლას, ეს თქვენი ხელწერაა“ – ელენე ხოშტარია
ალია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს:

„ჯერ ჩემს ფლომასტერს დასდევდით ქიმიური ხსნარებით და ახლა სნიკერსს, კვერცხს, პლედს და ფოიერვერკს. კიდევ ერთხელ გიმეორებთ: მქონდა პლედიც, აირწინაღიც, ფიზიოლოგიური ხსნარიც, სენდვიჩებსაც ვარიგებდი და ყველაფერს ვაკეთებდი, რაც ადამიანების მოვლას სჭირდებოდა.

ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც. თუმცა, რაც შეეხება ფოიერვერკის ვინმესთვის სახეში სროლას, ეს თქვენი ხელწერაა. ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით – ქიმიურ იარაღს და ირტყმევინებით. მე გითხარით და კიდევ გეტყვით, ამ აქციებზე ერთადერთი მოძალადე, თანაც ცხოველური, ბარბაროსული, არაადამიანური, ისტორიას რომ არ დაავიწყდება ისეთი, იყო “ქართული ოცნება”.

ახლა რაც შეეხება აქციის მხრიდან ძალადობას, ვერსაიდან ვერ გამოიყვანთ ძალადობას, იმიტომ კი არა, რომ რამეს ვფუთავთ, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ მოძალადეები არ ვართ. თქვენგან განსხვავებით, არ მოგვწონს, ადამიანს რომ სისხლი სდის, არ მოგვწონს ადამიანებისთვის სახის ძვლების ჩამტვრევა, არ მოგვწონს ქალებისა თუ კაცების თმებით თრევა, არ მოგვწონს ადამიანების გაშიშვლება. ვერ ვიტანთ და ვეწინააღმდეგებით ადამიანების გაუპატიურებას და ამით მუქარას, არ მოგვწონს ადამიანების სამარშრუტო ტაქსიში გამომწყვდევა და წამება, არ მოგვწონს ცემითა და ძალადობით მიზნის მიღწევა.

ეს ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ! და მერე რამდენიც გინდათ, სდიეთ ფოიერვერკებს, ფლომასტერებს, კვერცხებსაც და, თუ გინდათ, სნიკერსიც მიამატეთ.

რუსთავის ქალთა ციხე

16/11/2026“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელენე ხოშტარია - ფოიერვერკი არამარტო მქონდა, არამედ ჰაერში ვისროდი კიდეც, თუმცა სახეში სროლა ეს თქვენი ხელწერაა, ოღონდ ფოიერვერკს კი არ ისვრით, არამედ ქიმიურ იარაღს!
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,ამას ისევ ჯობია, თალიბანი ადამიანი ეგონოთ“ – ელენე ხოშტარიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები