პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფრიდრიხ მერცი - რუსეთს უკრაინაზე მეტი რამ სურს - რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც კი

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთს უკრაინაზე მეტი რამ სურს და ის ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც კი, რის გამოც ევროპელებმა მას მკაფიო ზღვარი უნდა დაუდგინონ.

ფრიდრიხ მერცი - რუსეთს უკრაინაზე მეტი რამ სურს - რუსეთი ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც კი
ინტერპრესნიუსი

რუსეთს უკრაინაზე მეტი რამ სურს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ბუნდესტაგში გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთმა ზუსტად იცის რა სურს. მას უკრაინაზე მეტი რამ სურს. ვინც ამას ვერ ხვდება, სამყაროს ვერ აღიქვამს ისეთად, როგორიც არის ან სრულიად განსხვავებული მიზანი აქვს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და ლიბერალურ ღირებულებებს“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

მერცის თქმით, რუსეთი „ესკალაციას ახდენს ბალტიისპირეთის რეგიონში, პოლონეთში, შავ ზღვასა და კოსმოსშიც კი“.

„ის მასშტაბურ ესკალაციას ახდენს ჩვენს საზღვრებშიც, ადამიანების სიცოცხლის ფასადაც კი. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროპელებმა რუსეთისთვის მკაფიო ზღვარი უნდა დავადგინოთ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
მერცმა რუსეთს სანქციების შეჩერების პერსპექტივა შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და დათმობებისთვის მზადყოფნას გამოთქვამსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები