პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მაგდა მამუკაშვილი: აქეთ მხარესაცაა აგენტურა - თავს დავიჭრი, ახლანდელ სუსის ფაილებში თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე, რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი დავით აბზიანიძეს სუსის აგენტობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „თავს დაიჭრის“, თუ სუს-ის ფაილებში აბზიანიძე არ აღმოჩნდება.

მაგდა მამუკაშვილი: აქეთ მხარესაცაა აგენტურა - თავს დავიჭრი, ახლანდელ სუსის ფაილებში თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე, რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს
რუსთავი 2

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - პოლიტიკოსების გარდა, უთანხმოებაა აქტივისტებს შორის, კერძოდ, მაგდა მამუკაშვილი დავით აბზიანიძეს აგენტად მიიჩნევს და მას ელისო კილაძეს ადარებს.

მამუკაშვილის თქმით, "თავს დაიჭრის" თუ სუს-ის ახლანდელ ფაილებში აბზიანიძე არ აღმოჩნდება.

"აი, ხომ უეჭველი ვიცი, რომ ახლანდელი სუსის ფაილები ოდესმე მაინც გაიხსნება, აი ხელისუფლების ცვლილების მერე შეიძლება არ გაიხსნას, რადგან აქეთ მხარესაცაა აგენტურა და ყველაფერს იზამენ, რომ ეგ არ მოხდეს, მაგრამ აი 10, 15, 20 წლის მერე ხომ მაინც გაიხსნება, ეს ოხერი. აიი, თავს დავიჭრი, იქ თუ დავით აბზიანიძე არ აღმოჩნდება, აბზიანიძე, რომელიც აქტიურ ადამიანებს ელისო კილაძესავით აშავებს. ხოდა, ეგ თუ ეგრე აღმოჩნდება, ყველას ბოდიშის მოხდას მოგთხოვთ, ვინც მაგას იზელთ და არეაბილიტირებთ. მითქვამს მე და შევასრულებ", - წერს მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
“შეგვეშალა, ამიერიდან დაგიძახებთ ნაცს” – მაგდა მამუკაშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები