პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციის მიერ 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიისა და 28 ნოემბერს აქციის დაანონსებას აკრიტიკებს და ოპოზიციურ ჯგუფებს „ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთს“ უწოდებს, რომელთაც, მისი თქმით, საზოგადოებისთვის რეალური დღის წესრიგი არ გააჩნიათ.

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა
რუსთავი 2

მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა და რეალურ შესაძლებლობებზე, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, მარგინალური ოპოზიციურ ჯგუფები დალპა, ვინაიდან, მათ არ გააჩნიათ საზოგადოებისთვის რეალური დღისწესრიგი, იდეა, მოტივაცია, კონსტრუქციული ალტერნატივა და მათი მთელი ტაქტიკა მხოლოდ ქუჩის აქციებსა და პოპულისტურ ლოზუნგებს ეფუძნება.

"მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს "მასშტაბური აქციის" გამართვის შესახებ, კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტურობასა და რეალურ შესაძლებლობებზე. ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა!

წლების განმავლობაში საზოგადოება ხედავს ერთსა და იმავე სცენარს: რადიკალური რიტორიკა, „ხისტი პროტესტის“ დაანონსება და დაპირებები, რომლებიც საბოლოოდ პოლიტიკურ ბალასტად და უშედეგო მცდელობებად რჩება.

მარგინალური ოპოზიციურ ჯგუფები დალპა. მათ არ გააჩნიათ საზოგადოებისთვის რეალური დღისწესრიგი, იდეა, მოტივაცია, კონსტრუქციული ალტერნატივა და მათი მთელი ტაქტიკა მხოლოდ ქუჩის აქციებსა და პოპულისტურ ლოზუნგებს ეფუძნება, ასეთი მოძრაობები სწრაფად კარგავენ ხალხის ნდობასა და მხარდაჭერას. აღარც უცხოძალებსაც აღარ აინტერესებს ამათი უშედეგო ბოგინი!

საბოლოო ჯამში, მსგავსი სამოქმედო გეგმა არა პოლიტიკურ ცვლილებებს, არამედ საკუთარი რესურსების სრულ ამოწურვასა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის საბოლოო დაკარგვას იწვევს", - წერს სადღობელაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. იმედინიუსისამთავრობოლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა
  2. POSTVსამთავრობოლადო სადღობელაშვილი ოპოზიციური ალიანსის შესახებ: “ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა”
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლადო სადღობელაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" და მისი განშტოებების მიერ 1 ოქტომბერს აქციების დაანონსება საზოგადოების ისტორიული მეხსიერების აბუჩად აგდება და იმ მილიონზე მეტი მოქალაქის შეურაცხყოფაა, რომელმაც 14 წლის წინ მოძალადე რეჟიმს ვერდიქტი გამოუტანაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები