საფრანგეთში ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს
საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა და ცხოვრების მაღალი ხარჯები გააპროტესტეს. სტრასბურგსა და ლიონში აქციები არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და დემონსტრანტები დააკავა.

საფრანგეთში მორიგი საპროტესტო აქციები გაიმართა. პარიზსა და სხვა ქალაქებში სტუდენტებსა და ყვითელ ჟილეტიანებს ქალთა უფლებების დამცველი ფემინისტებიც შეუერთდნენ. მსვლელობის მონაწილეები ქალთა მიმართ ძალადობასა და ქვეყანაში ცხოვრების მაღალ ხარჯებს აპროტესტებდნენ და სკოლებში სწავლის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.
აქციები არეულობასა და დაპირისპირებაში გადაიზარდა სტრასბურგსა და ლიონში. დემონსტრანტებმა ქუჩებში ლითონის ბარიკადები აღმართეს და ავტობუსის გაჩერების შუშები ჩაამსხვრიეს. პოლიციის მიმართულებით კი ფოიერვერკები ისროლეს. პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და რამდენიმე დემონსტრანტი დააკავეს. ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგში შემდეგი დემონსტრაცია პირველ დეკემბერს არის დაგეგმილი. პროფკავშირები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვას გეგმავენ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…