პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საფრანგეთის ქალაქებში პროტესტი ისევ დაპირისპირებაში გადაიზარდა - სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად 53 პოლიციელი და ათეულობით მომიტინგე დაშავდა

საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა: დაშავდა 53 პოლიციელი და ათობით მომიტინგე, დაკავებულია 448 პირი. მილიონზე მეტი დემონსტრანტის დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ხელკეტები გამოიყენა.

საფრანგეთის ქალაქებში პროტესტი ისევ დაპირისპირებაში გადაიზარდა - სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად 53 პოლიციელი და ათეულობით მომიტინგე დაშავდა
რუსთავი 2

საფრანგეთის ქალაქებში პროტესტი არ წყდება. პარიზში, ლიონში, რენში, სტრასბურგსა და ტულუზაში სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.

მომიტინგეების დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი აირი, ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ხელკეტები გამოიყენა. სხვადასხვა მონაცემებით, გუშინდელ აქციებზე ჯამში მილიონ 600 000 ადამიანი გავიდა, დაკავებულია კიდევ 448 პირი.

დაპირისპირების შედეგად დაშავდა 53 სამართალდამცველი და ათობით მომიტინგე, ნაწილმა დაზიანებები თავისა და სახის არეში მიიღო.

შეგახსენებთ, ქვეყანაში 6 კვირაზე მეტია, განათლების რეფორმის მოთხოვნით აქციებს მართავენ მოსწავლეები და სტუდენტები - მათ პროფკავშირები და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
200-ზე მეტი დაშავებული და 5 000-ზე მეტი დაკავებული - საფრანგეთში მოსწავლეებისა და სტუდენტების პროტესტი მასშტაბურ შეტაკებებში გადაიზარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები