პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 ნოემბერს აჭარაში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვა და 4-5-ბალიანი ზღვის ღელვა.

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში
ბათუმელები

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 29 ნოემბრის 21 საათიდან 30 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში თოვა.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან რაიონებში:

დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო

ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

ღამით და დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

ზღვის ღელვა 4-5 ბალი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 1-ელ დეკემბერს უმეტეს რაიონში წვიმა, 2 და 3 დეკემბერს კი, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
24 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები