პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო

ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა. აქციის მონაწილეები, რომლებიც ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებენ, პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომას ითხოვენ.

ალბანეთში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა
იმედინიუსი

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ათასობით ადამიანმა ქვეყნის დამოუკიდებლობის 114-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ხელისუფლების პოლიტიკა გააპროტესტეს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაწყებულმა არეულობამ რამდენიმე ქუჩა მოიცვა, პოლიციელებს ქვები, პიროტექნიკა და „მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინეს, საპასუხოდ კი სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

დემონსტრანტები პროტესტის გაგრძელებას 29 ნოემბერსაც აპირებენ და მთელი უქმეების განმავლობაში ქალაქის ცენტრის პარალიზებას ცდილობენ. მედიის ცნობით, აქციაში მონაწილეობის მისაღებად ხალხი ტირანაში ქვეყნის სხვა რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდანაც კი ჩავიდა. მომიტინგეთა მოთხოვნებს შორის ალბანეთის პრემიერ-მინისტრის, ედი რამას გადადგომაცაა.

ალბანეთში საპროტესტო გამოსვლები 13 ოქტომბერს ტირანაში გამართული აქციით დაიწყო, რომლის მონაწილეებიც უნივერსიტეტებში სწავლის მაღალ საფასურსა და კორუფციას აპროტესტებდნენ. 18 ოქტომბერს რამამ გადადგომის შესაძლებლობა გამორიცხა და განაცხადა, რომ პროტესტის უკან „გარე ძალები დგანან“, რა დროსაც ირანი და რუსეთი ახსენა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტირანაში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა - მონაწილეები პრემიერის გადადგომას მოითხოვენ
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ტირანაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა - აქციის დასაშლელად სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები