,,ანუ ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! ძალიან სირცხვილია!“ – ანა წითლიძე
„ნაცმოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე ოპოზიციურ ალიანსს აკრიტიკებს და კითხულობს, თუ ვისი გადაწყვეტილებით არ მიეცა ენმ-ს აქციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

ნაცმოძრაობის წევრი ანა წითლიძე ფოტოს აქვეყნებს და წერს:
,,მე მაინტერესებს, აი, ამ დიდებულ და ამაღელვებელ დღეს, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლისთვის მზად არის, ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?!
ვინ გადაწყვიტა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?
ანუ, გიგი წერეთელს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყანაში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს?
ან იქნებ დღეს აქციაზე გიგი წერეთლის უფრო მეტი მხარდამჭერი იდგა, ვიდრე ენმ-სი?
ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?!
მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?
ძალიან სირცხვილია!
მე პირადად არაფერი მიკვირს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე.“

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…