პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ზე მეტს ხარჯავს პენსიებსა და ჯანდაცვაზე, რაც მაქსიმალური ზღვარია, რადგან მეტის დახარჯვა პირდაპირ ეკონომიკურ ზრდას დაამუხრუჭებს.

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
პირველი არხი

სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე. მთავარი, რაც აჩვენებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას, არის ის, რომ პენსიების და მთლიანად სოციალური ბიუჯეტის წილი სახელმწიფო ბიუჯეტში გადაცდა 35%-ს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე მეტს თუ ხარჯავს სახელმწიფო სოციალურზე, მათ შორის პენსიებზე, პირდაპირ ურტყამს ეკონომიკურ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ისევ მოსახლეობაზე აისახება.

„ეს მაჩვენებელი 2012 წელს — ანუ ერთი, რომ ოთხჯერ ნაკლები ხომ იყო სახელმწიფო ბიუჯეტი, მაგრამ წილობრივადაც დღეს არის 35%-ზე მეტი, ანუ ზღვარზე ვართ უკვე. ამაზე მეტს თუ ხარჯავ სოციალურზე, მათ შორის პენსიებზე, პირდაპირ ურტყამ ეკონომიკურ ზრდას, რაც საბოლოო ჯამში ისევ მოსახლეობაზე აისახება. ჩვენ ზღვარზე ვართ უკვე: 35%-ზე მეტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დახარჯოს სახელმწიფომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოციალურზე, წინააღმდეგ შემთხვევაში პირდაპირ ამუხრუჭებ ეკონომიკურ ზრდას და ამ ზღვარზე ვართ 35%-იან ზღვარზე იმ პენსიით, მათ შორის, რომელიც არის დადგენილი. პენსიას ემატება ასევე სოციალური დახმარება, რომელიც არის დაახლოებით 6-ჯერ გაზრდილი 2012 წლის შემდეგ საერთო მოცულობა, ამას ემატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ჯანდაცვის სხვა პროგრამები და არაერთი სხვა სოციალური შეღავათი. სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული და ეს არის პირდაპირი ციფრები.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სხვა ჯანდაცვის პროგრამები, პენსიების ზრდა ბიუჯეტის ზრდაზე მეტად – ბიუჯეტზე მეტად გაიზარდა პროცენტულად პენსია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, 415 ლარი გახდა მინიმალური პენსია, თუმცა ბუნებრივია ესეც ცოტაა, მაგრამ ბიუჯეტს რაც შეუძლია, იმის მაქსიმუმს აკეთებ. ბიუჯეტის იქით ხომ ვერ გაზრდი პენსიას, ხომ შეუძლებელია ეს ყველაფერი“, – განაცხადა პრემიერმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
  2. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
  3. იმედინიუსისამთავრობოპრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
  4. რუსთავი 2სამთავრობოპრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები