პრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიუჯეტის 35%-ზე მეტი სოციალური მიმართულებით იხარჯება, ხოლო მინიმალური პენსია 415 ლარი გახდა, რაც ცოტაა, თუმცა ბიუჯეტის შესაძლებლობების მაქსიმუმია.

35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული და ეს არის პირდაპირი ციფრები.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სხვა ჯანდაცვის პროგრამები, პენსიების ზრდა ბიუჯეტის ზრდაზე მეტად - ბიუჯეტზე მეტად გაიზარდა პროცენტულად პენსია. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, 415 ლარი გახდა მინიმალური პენსია, თუმცა ბუნებრივია ესეც ცოტაა, მაგრამ ბიუჯეტს რაც შეუძლია, იმის მაქსიმუმს აკეთებ. ბიუჯეტის იქით ხომ ვერ გაზრდი პენსიას, ხომ შეუძლებელია ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრემიერმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიაირაკლი კობახიძე: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბსოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
პრემიერი: სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, ეს არის აბოლუტური ზღვარი, ამის იქით უბრალოდ არ შეიძლება, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
პრემიერი: 35%-ზე მეტს ვხარჯავთ სოციალური მიმართულებით, ეს არის ზუსტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკა, რაც არის პირდაპირ ბიუჯეტში ასახული
ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო ბიუჯეტის 35%-ს ხარჯავს პენსიებზე, სოციალურ დახმარებებსა და ჯანდაცვაზე, სტანდარტულად 20 ლარი გამოდიოდა პენსიის ზრდა, ჩვენ ავწიეთ 45 ლარამდე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…