მარიამ ლაშხი ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრაზე: დავების განხილვა ხდება სასამართლო სივრცეში და არა საელჩოების დერეფნებში
მარიამ ლაშხმა ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციონერებისა და ელჩების შეხვედრა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ დავების განხილვა სასამართლოში უნდა ხდებოდეს და ოპოზიციის ლიდერები უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ.

ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრას მარიამ ლაშხი მედიასთან გამოეხმაურა.
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დავების განხილვა ხდება სასამართლო სივრცეში და არა საელჩოების დერეფნებში.
„სამწუხაროდ, გამოცდილებიდან ვერ ისწავლეს ის, რომ თუკი პოლიტიკურ სივრცესა და არეალში გინდა თავი დაიმკვიდრო, პირველ რიგში უნდა წარმოადგენდე და პასუხისმგებლობა აიღო ქართველი ხალხის წინაშე, ესაუბრო ქართველ ხალხს. ის, რომ დავების განხილვა ხდება სასამართლო სივრცეში და არა საელჩოების დერეფნებში. ისინი უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ და ვალდებულები არიან სწორედ უცხოელი ე.წ. პარტნიორების წინაშე“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
ბრიტანეთის საელჩოში ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრას ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი, გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ესწრებიან. ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობენ: ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია. შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელია.
ციტატები სტატიიდან
„სამწუხაროდ, გამოცდილებიდან ვერ ისწავლეს ის, რომ თუკი პოლიტიკურ სივრცესა და არეალში გინდა თავი დაიმკვიდრო, პირველ რიგში უნდა წარმოადგენდე და პასუხისმგებლობა აიღო ქართველი ხალხის წინაშე, ესაუბრო ქართველ ხალხს. ის, რომ დავების განხილვა ხდება სასამართლო სივრცეში და არა საელჩოების დერეფნებში. ისინი უცხოურ დაკვეთებს ასრულებენ და ვალდებულები არიან სწორედ უცხოელი ე.წ. პარტნიორების წინაშე“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.