მარიამ ლაშხი – ევროპარლამენტის რეზოლუციებს დღესაც არ აქვს ფასი, ამ რეზოლუციებით საკუთარ მიზნებს აჩვენებენ და იმ პრაქტიკას, რაც ევროპარლამენტშია
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი არ აქვს და ისინი ლობიზმს ეფუძნება. მისი თქმით, ამგვარი დოკუმენტებით ევროპარლამენტი საკუთარ მიზნებსა და პრაქტიკას აჩვენებს.

ევროპარლამენტის რეზოლუცია კარგი და ნათელი მაგალითია იმ მდგომარეობის აღწერისთვის, რაშიცაა ევროპარლამენტი, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუცია ეწინააღმდეგება სხვა რეზოლუციებს იმ მიმართულებით, როდესაც ისინი არ აღიარებენ პარლამენტს.
„ვხედავთ, რომ ამ რეზოლუციებს ყოველთვის ფონად აქვს ლობიზმი. ლობიზმი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ამ რეზოლუციების ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც მიზანმიმართულად და სხვადასხვა ინტერესის გამო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ მიდიან. ვხედავთ, ამ რეზოლუციებს, როგორც მანამდე, არც დღესაც, ფასი არ აქვს. სამწუხაროდ, ისინი ამ რეზოლუციებით აჩვენებენ მხოლოდ საკუთარ მიზნებს და იმ პრაქტიკას, რაც, დღეს ევროპარლამენტშია“, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.
ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი რეზოლუცია 8 ოქტომბერს მიიღო.
ციტატები სტატიიდან
„ვხედავთ, რომ ამ რეზოლუციებს ყოველთვის ფონად აქვს ლობიზმი. ლობიზმი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. ამ რეზოლუციების ავტორები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც მიზანმიმართულად და სხვადასხვა ინტერესის გამო ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პრინციპების წინააღმდეგ მიდიან. ვხედავთ, ამ რეზოლუციებს, როგორც მანამდე, არც დღესაც, ფასი არ აქვს. სამწუხაროდ, ისინი ამ რეზოლუციებით აჩვენებენ მხოლოდ საკუთარ მიზნებს და იმ პრაქტიკას, რაც, დღეს ევროპარლამენტშია“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…