პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ირაკლი ლატარია: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა - ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ

ირაკლი ლატარიას განცხადებით, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და ქართველი ახალგაზრდებისთვის სრული დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ცოტნე ივანიშვილის უშუალო ჩართულობითა და ინიციატივით დაიწყო.

ირაკლი ლატარია: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა - ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ
იმედინიუსი

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს ისტორიული თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის. თუმცა, ამ ამბავში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელსაც განსაკუთრებული ხაზგასმა სჭირდება: ცოტნე ივანიშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი კურსდამთავრებულია, - წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ინიციატივა, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ.

“ბავშვებო, ახალგაზრდებო, ნეტავ იცოდეთ როგორ მინდა მეც თქვენი ასაკის ვიყო - თუნდაც ამ შესაძლებლობის ქონის გამო. მაგრამ არაუშავს, უჭკვიანესი შვილები მყავს და ზოგადად, ძალიან ჭკვიანი თაობა მოდიხართ და ზუსტად ვიცი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყნისთვის/ქვეყანაში, რომ მოგიწევთ მოღვაწეობა.

როდესაც პირადი გამოცდილება ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობად იქცევა...

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს ისტორიული თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის.

თუმცა, ამ ამბავში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია, რომელსაც განსაკუთრებული ხაზგასმა სჭირდება: ცოტნე ივანიშვილი ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის პირველი ქართველი კურსდამთავრებულია.

სწორედ მისი პირადი გამოცდილება, ინიციატივა, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა საფუძველი იმ ისტორიული შესაძლებლობისა, რომელიც ახლა ქართველ ახალგაზრდებს ეძლევათ. როგორც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე აღნიშნავს, ამ თანამშრომლობის დაწყება ცოტნე ივანიშვილის ინიციატივასა და შუამდგომლობას უკავშირდება.

აზიის წამყვანი და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, სრული დაფინანსებით მიიღონ უმაღლესი განათლება, საერთაშორისო გარემოში განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და მომავალში მიღებული ცოდნა საქართველოს განვითარებას მოახმარონ.

ეს მხოლოდ უნივერსიტეტსა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არ არის. ეს არის ახალი გზა ქართველი ახალგაზრდებისთვის, გზა, რომელიც მათ მსოფლიო დონის განათლებასა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას უხსნის.

განსაკუთრებით დასაფასებელია, როდესაც ადამიანი საკუთარ გამოცდილებასა და მიღწევებს მხოლოდ პირად წარმატებად არ ტოვებს და ცდილობს, ეს შესაძლებლობა სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს.

ცოტნე ივანიშვილის ინიციატივა სწორედ ასეთი მაგალითია — პირადი გამოცდილებიდან წამოსული იდეა, რომელიც დღეს საქართველოს ახალგაზრდებისთვის რეალურ შესაძლებლობად იქცევა”, - წერს ლატარია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ლატარია: ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან საქართველოს თანამშრომლობის დაწყება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენაა - ცოტნე ივანიშვილის პირადი გამოცდილება, ძალისხმევა და უშუალო ჩართულობა გახდა ამ ისტორიული შესაძლებლობის საფუძველი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ლადო სადღობელაშვილი: საქართველო იწყებს მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელთან — ჰონგ-კონგის უნივერსიტეტთან. ამ უდიდესი წარმატების უკან ცოტნე ივანიშვილის დაუღალავი შრომა, პატრიოტიზმი და მიზანდასახულობა დგას, მისი ინიციატივითა და შუამდგომლობით ეს ისტორიული თანამშრომლობა რეალობად იქცაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები