პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ისრაელის ელჩი – სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს

ისრაელის ელჩმა ვალიდ აბუ ჰაიამ განაცხადა, რომ ბათუმში „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვიეს, დააზიანეს ინფრასტრუქტურა და პოლიციას დაუპირისპირდნენ.

ისრაელის ელჩი – სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს
პირველი არხი

ძალადობა, ვანდალიზმი, პოლიციელებზე თავდასხმები, წაქეზება, დაშინება, უეფას წესების დარღვევა უპასუხისმგებლო ქმედებებია და ასევე უპასუხისმგებლობაა მათი არ დაგმობა, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია სოციალურ ქსელში წერს.

ელჩის თქმით, როდესაც ისრაელის კლუბის მონაწილეობით გამართული მატჩის ირგვლივ ძალადობა იფეთქებს, უპირველესი მოვალეობა გულშემატკივრების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„ძალადობა, ვანდალიზმი, პოლიციელებზე თავდასხმები, წაქეზება, დაშინება, უეფას წესების დარღვევა უპასუხისმგებლო ქმედებებია და ასევე უპასუხისმგებლობაა მათი არ დაგმობა. ყველასთვის ნათელია და კარგად არის დოკუმენტირებული, რომ „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი ბათუმში, საქართველოში, ისროლეს საგნები, დააზიანეს სტადიონის ინფრასტრუქტურა, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს და დაშავდა სამი პოლიციელი, რასაც 16 ადამიანის დაკავება მოჰყვა. ეს დაიწყო ევროპის მოედნიდან სტადიონისკენ მსვლელობის დროს, რომ აღარაფერი ვთქვათ მიუღებელ სლოგანებსა და გამოფენილ ბანერებზე. როგორც ელჩი, ძალიან შეშფოთებული ვარ მშვიდობიანი ისრაელელი გულშემატკივრების უსაფრთხოებითა და სიცოცხლით, რომლებმაც გრძელი გზა გამოიარეს ბათუმამდე, „ბეშიქთაშის“ წინააღმდეგ გამართულ მატჩზე დასასწრებად. ისინი მხოლოდ თავიანთი გუნდის გასამხნევებლად ჩამოვიდნენ. როდესაც ისრაელის კლუბის მონაწილეობით გამართული მატჩის ირგვლივ ძალადობა იფეთქებს, უპირველესი მოვალეობაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს გულშემატკივრები უსაფრთხოდ იყვნენ“, – განაცხადა ვალიდ აბუ ჰაიამ.

როგორც ვალიდ აბუ ჰაიამ აღნიშნა, ქვეყნებს შორის ძლიერი მეგობრობა საუკეთესოდ მიიღწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით, ძალადობის უარყოფით და არა მისი დაცვით.

„„ბეშიქთაშის“ ექსტრემისტული გულშემატკივრების ქცევისთვის „ტერორიზმი სპორტულ არენაზე“, – ამის წოდება სამართლიანად აღწერს სპორტული ღონისძიების ასეთი ძალადობრივი დარღვევის ბუნებას და ეს არ არის იურიდიული ბრალდება. სპორტი ძალადობის, დაშინებისა და პოლიტიკური წაქეზებისგან თავისუფალი უნდა დარჩეს. როდესაც გულშემატკივრები ნეიტრალურ ადგილს აგრესიის სცენად აქცევენ, დუმილი ნამდვილი უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ქვეყნებს შორის ძლიერი მეგობრობა საუკეთესოდ მიიღწევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით, ძალადობის უარყოფით და არა მისი დაცვით“, – წერს საქართველოში ისრაელის ელჩი ვალიდ აბუ ჰაია.

მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
ბათუმში, მატჩის დროს დაპირისპირებისას, პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები