პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ისრაელური საფეხბურთო კლუბი საქართველოს მადლობას უხდის

საგარეო საქმეთა სამინისტრო

ისრაელის საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ საქართველოს, ბათუმსა და სამართალდამცავებს მადლობას უხდის „ბეშიქთაშთან“ მატჩისას მომხდარი ინციდენტების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ისრაელური საფეხბურთო კლუბი საქართველოს მადლობას უხდის
ნეტგაზეთი

ისრაელის საფეხბურთო კლუბი „ჰაპოელ ბეერ-შევა“ მადლობას უხდის საქართველოს, ბათუმსა და ქართველ სამართალდამცავებს 26 ნოემბერს ბათუმში უეფას ევროპის ლიგის ფარგლებში „ბეშიქთაშთან“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტებისას რეაგირების გამო.

„გვინდა, მადლობა და პატივისცემა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და გასულ საღამოს ყველაფერი გააკეთა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა უსაფრთხოდ დაბრუნებულიყო სახლში.

დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარეცს და ბეერ-შევას მერს, რუბიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ. დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს — როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას — რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში ჩვენ გვერდით იყვნენ, ვიდრე უკანასკნელი გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა დანიშნულების ადგილზე.

და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველა!

ყველას მთელი გულით გიხდით მადლობას“, — წერს კლუბი სოციალურ ქსელში.

26 ნოემბერს, ევროპა ლიგის მატჩი თურქულ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის „ბათუმი არენაზე“ ჩატარდა. მატჩი დროებით შეჩერდა სტადიონზე არეულობის გამო. დაპირისპირება იყო პოლიციასა და გულშემატკივრებს შორის. თურქმა გულშემატკივრებმა დაამტვრიეს სკამები და ის პოლიციელებს ესროლეს. პოლიციამ გამოიყენა წიწაკის სპრეი. დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე ფანები.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიისრაელური საფეხბურთო კლუბი “ჰაპოელ ბეერ-შევა” ბათუმში “ბეშიქთაშთან” მატჩისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
  2. ფორმულაოპოზიციურიისრაელის საფეხბურთო კლუბი: მადლობა ქალაქ ბათუმს ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებისთვის
  3. სპორტალინეიტრალური"მადლობა საქართველოს პოლიციას და ბათუმს" - "ჰაპოელმა" განცხადება გაავრცელა
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – „საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა სავალდებულოა ყველა პირისთვის, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა თუ ეროვნებისა“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები